ცხადდება კონკურსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად (რექტორის ბრძანება 320/01-01; 20/11/2024)
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობის წესს.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:
2024 წლის 25 ნოემბრის 11:00 საათიდან 28 ნოემბრის 12:00 საათამდე;
წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 29 ნოემბერს;
აპელაცია 29 ნოემბრის 17:00 საათამდე.
აპელაციის შემთხვევაში განცხადება იგზავნება ფაკულტეტის კანცელარიის ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge
სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახში.
კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:
- პირადობის მოწმობის ასლი.
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი (საქართველოს ბანკიდან).
- 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2024 წლის 5 თებერვლიდან 2024 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით):
- სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- მიმდინარე სემესტრში (2024 წლის 12 აგვისტოდან) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.
განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.
გისურვებთ წარმატებებს!